მიზანი/თემა : “CULTURE”
ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
ლაპარაკი :
უცხ.დ.VI.15. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.დ.VI.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.
უცხ.დ.VI.17.
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი
უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
მოსმენა:უცხ.დ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება.
კითხვა :უცხ.დ.VI.8.მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული
უნარ-ჩვევა.
წერა: უცხ.დVI.14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის
გაუმჯობესების მიზნით.
კულტურათა დიალოგი
:
უცხ.დ.VI.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების
მიმართ.
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) : უცხ.დ.VI.20.
მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე
სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება
სწავლის სწავლა:
უცხ.დ.VI.24.
მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
წინასწარი ცოდნა : მოსწავლეები ფლობენ კონკრეტულ თემაში
გამოყენებულ ლექსიკასა და გრამატიკულ სტრუქტურებს. განვითარებული აქვთ ინგლისური ენის
სწავლის ყველა მიმართულების უნარი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: წიგნი, ფორმატი, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, კალმები.
მუშაობის ორგანიზების ფორმა : ჯგუფური/ ინდივიდუალური
( მოსწავლეებმა
მიმდინარე სემესტრში ისწავლეს სამი თემა რომელიც ასახავს სხვადასხვა კულტურულ მახასიათებლებს/ტრადიციებს.
მოხდა მათი გადანაწილება ჯგუფებში კენჭის ყრის მეთოდით, თემებისც კენჭის ყრით შეხვდათ,
მოამზადეს რა კონკრეტულ თემებზე პრეზენტაციები, დაინაწილეს ჯგუფებში სიტყვები
..... განიხილეს ლექსიკა და თუ რაიმე სირთულეს წააწყდნენ მოხდა გამოკვეთილ საკითხზე
მასწავლებლის მხრიდან ახსნა რეკომენდაციების გაცემა)
აქტივობები : მასწავლებელი ფურცელზე დაწერილ ჯგუფის ნომრებს
იღებს პრეზენტაციის მიმდევრობის გასარკვევად, თუ რომელი ჯგუფის თემის პრეზენტაცია იქნება
პირველი.
თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი
ურიგებს მოსწავლეებს კითხვარს და აძლევს დროს ჯგუფებს რომ კონკრეტულ თემებთან მიმართებაში
დასვან კითხვები მათვის საინტერესო საკითხებზე, ხოლო ის ჯგუფი ვისი თემასაც ეხება კითხვა
პასუხობს. ( ინდ. მოსწ)
შეფასება: თითოეულ მოსწავლეს გადაეცემა წამახალისლებელი
სერთიფიკატი
ასევე შეფასება მოხდება:
კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული
შემაჯამებელი ზეპირი დავალებისათვის
|
ქულები
|
პირობასთან შესაბამისობა
|
|
იცავს დროის ლიმიტს
|
0 - 1
|
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს
|
0 - 1
|
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
|
|
თანამიმდევრულად აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს
|
0 - 1
|
განსაზღვრავს
მოქმედების დროსა და სივრცეს
|
0 - 1
|
ენობრივი უნარ-ჩვევები
|
|
იყენებს ნასწავლი დროის გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა და ენობრივ ფორმებს
|
0-2
|
ადეკვატურად იყენებს
ზმნის წარსული დროის გამომხატველ ფორმებს
|
0 - 1
|
იყენებს ნასწავლ ლექსიკას
|
0 - 1
|
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
|
|
ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას
|
0 - 1
|
იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით
|
0 - 1
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
|
დრო : 45 წუთი ( მოსამზადებელი სამუშაო 3 გაკვეთილი, ჯგუფებად დაყოფა,
სიტყვების გადანაწილება, საპრეზენტაციო მასალების მომზადება...)
No comments:
Post a Comment