პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი: თამარი კეკელია (ინგლისური ენის მასწავლებელი)
სახელი და გვარი: ნათელა მჭედლიძე ( დაწყებითი კლასის დამრიგებელი-ბუნება/ხელოვნება)
სკოლა: მეთექსვმეტე საჯარო სკოლა
კლასი: მესამე
თემის დასახელება : სეზონები
თემის შინაარსი: მოსწავლეები ინგლისურ ენაზე შეისწავლიან სეზონებს,სეზონების შემადგენელ თვეებსა და მახასიათებლებს, პროექტი ინტეგრირებულია შემდეგ საგნებთან: ქართულ ენასთან ,ბუნებასთან და ხელოვნებასთან. მოსწავლეები წარმოადგენენ ჩანახატებს და სეზონებისათვის მახასიათებელ ნიშან-თვისებებს.
განხორციელების დროის ჩარჩო : ერთი თვე და 1 კვირა ( 15 გაკვეთილი)
წინარე ცოდნა( საბაზისო ცოდნა) :მოსწავლეებმა ქართულ ენაზე იციან, თითოეული სეზონი და მათი მახასიათებლები- ასევე პირის ნაცვალსახელები :
სპეციალური საჭიროებები: აღნიშნულ კლასსში არ არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე ( არსებობის შემთხვევაში შესწავლილი იქნებოდა ინდივიდის უნარები და მისი საჭიროებებიდან გამომდინარე შედგებოდა დამხმარე მასალა- ბროშურები ,ჩანახატები გასაფერადებლად... )
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები : დამატებითი ინდივიდუალური მულტიმედიური ან სხვა სახის მაგ: ინდივიდის მიერ შექმნილი პოსტერის პრეზენტაცია
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები:
ინტერნეტ რესურსები : http://www.youtube.com/watch?v=LTXtSGf1VdY
http://www.youtube.com/watch?v=x5Lig67t2xg
და მსგავსი ვიდეო მასალა რომელსაც მოსწავლეები მოიძიებენ სეზონების უკეთ გასაცნობად
მოსწავლეთა აღნიშნულ საფეხურზე ხდება განმავითარებელი კომენტარებით ,ხოლო პროექტის ბოლოს გადაეცემათ სერთიფიკატები.
იხილეთ ეტაპობრივი ყოველდღიური მუშაობა მთავარ გვერდზე
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები -ეროვნული სასწავლო გეგმა:
სახელი და გვარი: თამარი კეკელია (ინგლისური ენის მასწავლებელი)
სახელი და გვარი: ნათელა მჭედლიძე ( დაწყებითი კლასის დამრიგებელი-ბუნება/ხელოვნება)
სკოლა: მეთექსვმეტე საჯარო სკოლა
კლასი: მესამე
თემის დასახელება : სეზონები
თემის შინაარსი: მოსწავლეები ინგლისურ ენაზე შეისწავლიან სეზონებს,სეზონების შემადგენელ თვეებსა და მახასიათებლებს, პროექტი ინტეგრირებულია შემდეგ საგნებთან: ქართულ ენასთან ,ბუნებასთან და ხელოვნებასთან. მოსწავლეები წარმოადგენენ ჩანახატებს და სეზონებისათვის მახასიათებელ ნიშან-თვისებებს.
განხორციელების დროის ჩარჩო : ერთი თვე და 1 კვირა ( 15 გაკვეთილი)
წინარე ცოდნა( საბაზისო ცოდნა) :მოსწავლეებმა ქართულ ენაზე იციან, თითოეული სეზონი და მათი მახასიათებლები- ასევე პირის ნაცვალსახელები :
- თვეები;
- დღე-ღამის ხანგრძლივობა;
- ადამიანების საქმიანობა;
- ადამიენების -ცხოველების და ხე-მცენარეების მდგომარეობა
- ამინდები;
- ჩაცმულობა ;
- შესაბამისი ნახატების შექმნა;
სპეციალური საჭიროებები: აღნიშნულ კლასსში არ არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე ( არსებობის შემთხვევაში შესწავლილი იქნებოდა ინდივიდის უნარები და მისი საჭიროებებიდან გამომდინარე შედგებოდა დამხმარე მასალა- ბროშურები ,ჩანახატები გასაფერადებლად... )
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები : დამატებითი ინდივიდუალური მულტიმედიური ან სხვა სახის მაგ: ინდივიდის მიერ შექმნილი პოსტერის პრეზენტაცია
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები:
ტექნოლოგია – ტექნიკა
| ||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
| ||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ინტერნეტ რესურსები : http://www.youtube.com/watch?v=LTXtSGf1VdY
http://www.youtube.com/watch?v=x5Lig67t2xg
და მსგავსი ვიდეო მასალა რომელსაც მოსწავლეები მოიძიებენ სეზონების უკეთ გასაცნობად
მოსწავლეთა აღნიშნულ საფეხურზე ხდება განმავითარებელი კომენტარებით ,ხოლო პროექტის ბოლოს გადაეცემათ სერთიფიკატები.
იხილეთ ეტაპობრივი ყოველდღიური მუშაობა მთავარ გვერდზე
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები -ეროვნული სასწავლო გეგმა:
მოსმენა:
უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.
· ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
უცხ.დ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
· რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
· ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
· ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.II.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
· ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
· ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
· ამოიცნობს და მიუთითებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., მაგიდაზე, რვეულზე, ჩანთაში, ყუთში);
· ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე (მაგ., საუზმობს, ვარჯიშობს, კითხულობს, ცურავს და სხვა);
· აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
· ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას.
უცხ.დ.II.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
· ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
· ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას);
· ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).
კითხვა:
უცხ.დ.II.5. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების,წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.-შიფრავს და ხმამაღლა კითხულობს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.
უცხ.დ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
· ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს;
· მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში მოიძიებს ნაცნობ სიტყვებს წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., ხილის, ცხოველების და ა.შ. აღმნიშვნელ სიტყვებს);
· ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (ასრულებს ნახატს, პოულობს შესატყვის ილუსტრაციას და სხვა).
წერა: უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.
· ავსებს გაკვეთილების ცხრილს, დღის განრიგს, ანკეტას პირადი მონაცემებით;
· მოდელის მიხედვით წერს ღია ბარათს;
· ავსებს ნაკლულ ტექსტს საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით).
უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
· მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (საკუთარი თავის შესახებ - რა აქვს, რა ჰყავს, რა ჰქვია, რას აკეთებს, რომელი მოსწონს, რომელი უნდა- ასახელებს ან მიუთითებს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა);
· მარტივი ნაკეთობების, თვალსაჩინოებების დამზადებისას იყენებს ცალკეულ სიტყვებს (მომეცი, მინდა და სხვა).
სწავლის სწავლა:
უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
- უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს;
- მოაქვს საჭირო ნივთები;
- ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
- ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
· ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
· ქმნის რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, ნახატს, კოლოფს და სხვა);
უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
· უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
· თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
· ცდილობს, მეწყვილესთან ერთად გადაჭრას დასმული ამოცანა.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
- შემოქმედებითობა და გამომგონებლობა: მუშაობის ორიგუნალურობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება,ახალი იდეების განვითარება- გაზიარება,
- კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა: საღი მსჯელობა ,არჩევნის გაკეთება,მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და გადაწყვეტილების მიღება,ინფორმაციის კლასიფიკაცია
- კომუნიკაცია და თანამშრომლობა: იდეებისა და აზრის ნათლად გამოხატვა, პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში
- სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვვები: განსხვავებულ როლებსა დაპასუხისმგებლობებთან ადაპტაცია
- ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა: უწყვეტი განათლებისათვის მზაობისდემონსტრირება
- სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევების: კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენებ შემოქმედებითობისა და მუშაობისხარისხის ამაღლების მიზნით
- ლიდერობა და პასუხისმგებლობა: ინტერპერსონალური უნარის განვითარება-ეთიკური ქცევის დემონსტრირება,ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები :მოსწავლეები შეძლებენ:
- წელიწადის დროების განსაზღვრას - სახელები, განსხვავებები და ცვლილებები;
- შეგროვილ მონაცემებზე დაკვირვების გზით წელიწადის დროების შედარებას და გარჩევას;
- სეზონურ წიგნებში, საინფორმაციო ბიულეტენებში და პრეზენტაციებში თავმოყრილი ინფორმაციის განზოგადებას;
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:
ზოგადი კითხვა :
რა განაპირობებს წელიწადის დროების ცვალებადობას?
თემატური კითხვები: · როგორ იცვლება ჩვენი ცხოვრება წელიწადის დროების მიხედვით?
შინაარსობრივი კითხვები : · წელიწადის რომელი ოთხი დრო იცით?
ააღნიშნული პროექტი დაწყებით საფეხურზე განხორციელდა- ამიტომ მოსწავლეთა შეფასება იყო განმავითარებელი კომენტირება, შექება წახალისებისათვის და სტიკერები. მოსწავლეები ინტერესითა და ხალისით ასრულებდნენ დავალებებს ,რაც აისახა მათ ცოდნაზე და შემოქმედებითი უნარის გააქტიურება პრეზენტირებით.
- როგორ გამოვსახავთ მონაცემებს სხვადასხვაგვარად?
დროში გაწერილი შეფასების გეგმა
| |||||
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
|
პროექტზე მუშაობის პროცესში
|
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
| |||
კითხვარი
ვიცი, მინდა ვიცოდე
|
ჩანახატები
|
პრეზენტაციები
კითხვები
|
ინდივიდუალური პრეზენტირების
შეფასება
ჯგუფური შეფასება
და თვითშეფასება
|
პოსტერი- აფიშა.
პორტფოლიოში თავმოყრილი მასალა რომელიც თითოეულმა ინდივიდმა შექმნა დამოუკიდებლად.
|
პრეზენტაცია
|
No comments:
Post a Comment