პროექტის მთავარი იდეა თემა: მოსწავლეები დახვეწენ მეტყველების უნარს, გამოიყენებენ შესწავლილ ლექსიკურ და გრამატიკულ მასალას სახელმძღვანელოზე დაყრდნობით ( არსებითი სახელი, ზმნა, ზედსართავი სახელი)- მინი დიალოგებში მოხდება ენის პრაქტიკული გამოყენება, როლური გათამაშება.
პროექტის მიზნები: მოსმენის , მეტყველების და ენის გამოყენების უნარების დახვეწა განვითარება.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მიმართულება: მოსმენა
უცხ.დ.III.1.
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს
მარტივი ინსტრუქციების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სათანადოდ რეაგირებს
მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., გაიმეორე, მოისმინე, აიღე ფანქარი, მოდი დაფასთან და სხვა);
·
ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
უცხ.დ.III.2.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული
მინიდიალოგების/ მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
·
რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
·
ამოკრებს
დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როგორი და სხვა);
·
ინტონაციით გამოხატულ
ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
·
ამოიცნობს ნასწავლ
სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს
აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული
ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი
ნიშან-თვისებების მიხედვით და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს
მას;
·
ამოიცნობს და მიუთითებს
მათ ადგილმდებარეობას
·
ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს
და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე (ცეკვავს,
დარბის, დახტის, დაფრინავს, ცურავს და სხვა);
·
აკავშირებს მოქმედებებს
პერსონაჟებთან;
·
ამოიცნობს მოქმედებათა
თანამიმდევრობას.
მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების
გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამართულად კითხულობს ნაცნობ წინადადებებს;
·
ტექსტში პოულობს და კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილს;
·
თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად კითხულობს შესწავლილ ტექსტებს.
უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე
დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს;
·
მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში
მოიძიებს ნაცნობ სიტყვებს წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, სათამაშოების ან ცხოველების
აღმნიშვნელ სიტყვებს და ა.შ.);
·
ტექსტში პოულობს ილუსტრაციის
შესაბამის მონაკვეთს;
·
მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ
ინფორმაციას (მაგ., როგორი, ვინ, რა ფერის,
რამდენი);
მიმართულება: წერა
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აფორმებს ნახატებს/ილუსტრაციებს წარწერებით;
·
ავსებს ნაკლულ ტექსტს
საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით);
·
ნიმუშის მიხედვით ქმნის მცირე ზომის ტექსტებს.
მიმართულება : ლაპარაკი
უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია
ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ზეპირად
კითხულობს ლექსებს, გათვლებს და ასრულებს სიმღერებს;
·
ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს;
·
იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ
ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
·
ტექსტების წარმოთქმისას იცავს
შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს;
·
ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ
მეტყველებას ტექსტის შინაარსს (ინტონაციას,
მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
·
ასახელებს ლექსიკურ ერთეულებს.
უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოკლედ პასუხობს
კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით;
მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იწერს დავალებებს (მშობლიურ ენაზე) და ასრულებს მათ;
·
უვლის და აწესრიგებს სასწავლო
ნივთებს;
·
მოაქვს საჭირო ნივთები;
·
ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
·
ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი
ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
·
მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების
შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ აღარ
დარჩეს შინ სასწავლო ნივთები) და ცდილობს მათ გამოსწორებას;
·
ხვდება და აღნიშნავს საკუთარ
შეცდომებს;
·
სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას,
როდესაც სიძნელეებს აწყდება;
·
ცდილობს, შეავსოს თვითშეფასების მარტივი სქემები.
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
·
უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
·
თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·
მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
·
მონაწილეობს ჯგუფურ სამუშაოებში.
უცხ.დ.III.16. მოსწავლეს
შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს სახელმძღვანელოში
მოცემულ სიმბოლოებს, ლოგოებს;
·
იყენებს სახელმძღვანელოს
ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს;
·
ქმნის ოპერატიულ რესურსებს და
იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, წარწერიან
ილუსტრაციებს, კოლოფს).
მონაწილეთა ასაკი: მეოთხე კლასი
ვადები/ხანგრძლივობა : 6 გაკვეთილი ( 2 კვირა -09.12-19.12.14)
პროექტისათვის საჭირო ძირითადი
რესურსები: ვიდეო ჩანაწერი, პროექტორი კომპიუტერი,კალამი, რვეული, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები
წინარე ცოდნა : მოსწავლეებმა სახელმძღვანელოდან შეისწავლეს მინი ტექსტი : " მახინჯი იხვის ჭუკი" , ასევე გრამატიკული მასალიდან ფლობენ : მოდალურ ზმნას " can" -ს " შეძლება"-ს; არსებითი სახელს, ზმნას , ზედსართავი სახელს.
აქვთ განვითარებული თანამშრომლობითი უნარები,ახერხებენ პირადი ნივთების ორგანიზებას.
პროექტის მსვლელობის
ძირითადი აქტივობები:
09.12.14- მოსწავლეები უყურებენ ვიდეო ჩანაწერს 2 ჯერ. ასახელებენ დამახსოვრებულ ზმნებს, არსებით სახელებს, ასევე ზედსართავ სახელებს.
დავალება : იმახსოვრებენ / ანმტკიცებენ ამოწერილ სიტყვებს
10.12.14 მოსწავლეები იწერენ მახინჯი იხვის ჭუკის სცენარს,
დავალება :ბაძავენ ინტონაციას აფორმებენ ჩაწერილ სცენარს , აკეთებენ ჩანახატებს.
12.12.14 მოსწავლეები როლური თამაშით კითხულოებენ ჩაწერილ სცენარს, ხდება გამოკვეთილი სუსტი მხარეების დამუშავება -გამოთქმა/ სიტყვების შესწავლა.
16.12.14 მოსწავლეები კვლავ უყურებენ ვიდეო ჩანაწერს- პაუზების დროს ჯგუფურად წარმოთქვავენ მოქმედი პირების სიტყვებს.
დავალება : მოსწავლეები ინდივიდუალურად ირჩევენ ზღაპრის გმირს ამზადებენ მოქმედი პირის ნიღაბს.
17.12.14- მოსწავლეები შერჩეული მოქმედი გმირის სიტყვას წარადგენენ მეწყვილეებთან.
დავალება: ყველა მოქმედი პირის სიტყვის გამეორება/ განმტკიცება
19.12.14- მოსწავლეები სრულად წარმოადგენენ სცენარს, როლების გადანაწილება ხდება კლასში - წინასწარ დაუგეგმავად -
მოწმდება მათი დავალება.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას :
მოსწავლეთა ენობრივი უნარების განვითარება, შედეგი თვალსაჩინოა ვიდეო ჩანაწერებზე.
ნიღბები, ბლოგი, სცენარის ჩანაწერი ინდივიდუალურად თითოეული მოსწავლის პორტფოლიოში.
მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია: kekeliatamari@gmail.com
No comments:
Post a Comment